უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უნგრეთთან და რუმინეთთან საზღვრებზე საკონტროლო პუნქტები ამ დროისთვის არ მუშაობს.
სამსახურის განმარტებით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვაა.
„ხალხისა და მანქანების რეგისტრაცია არ მიმდინარეობს სოლოტვინოს საგუშაგოზე რუმინეთის საზღვარზე და კოსინოსა და ძვინკოვის საგუშაგოებზე უნგრეთის საზღვარზე“, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ აღდგა 16 ოლქში, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური თავდასხმის შემდეგ, რამაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.