ესტონეთის მთავრობა ნაჩქარევად ეძებს ობიექტებს, რომლებიც შეიძლება ბომბსაფარებად გამოდგეს.
„ეს რუსეთის მხრიდან, შესაძლო თავდასხმის მზარდი შიშის ფონზე კეთდება“, - წერს bloomberg.
ხელისუფლება ათვალიერებს საზოგადოებრივ შენობებს, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს, ეძებს ადგილებს, სადაც შეიძლება ბომბებისა და რაკეტებისგან ადამიანების დაცვა უზრუნველყონ.
ივნისის შემდეგ, ესტონეთის ქალაქების ქუჩებში, ათობით ნიშანი - ლურჯი სამკუთხედები ნარინჯისფერ ფონზე - გამოჩნდა. ეს თავშესაფრის ნიშანია, სადაც დაბომბვის დროს შესაძლებელია შესვლა.
„ათი წლის წინ გაბატონებული ნარატივი იყო, რომ აღარ იქნება ჩვეულებრივი ბრძოლები, აღარ იქნება რაკეტები. ის, რომ დღეს ომი არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მომზადება უარესისთვის“, - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაენემეცმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ თუ საომარი მოქმედებები დაიწყება, ესტონეთის მოსახლეობა უსაფრთხოდ ვერ იქნება.
პოტენციური დაბომბვისას, თავშესაფრად მონიშნულ ათეულ ადგილებს შორისაა მრავალი გვირაბი, რომელიც ციხესიმაგრის ქვეშ გადის. ბასტიონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა თვითმფრინავებმა არაერთხელ დაბომბეს, ასობით ადამიანის შეფარებას შეძლებს.