მოლდოვის პარლამენტმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო დეკლარაცია, რომლითაც, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს.
დოკუმენტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მოლდოვის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ოლეგ რეიდმანმა, პარლამენტს კენჭისყრამდე, დეკლარაციის დღის წესრიგიდან ამოღება შესთავაზა.
კენჭისყრამდე კომუნისტებისა და „შორის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.