იენს სტოლტენბერგი: საქართველო უაღრესად ღირებული პარტნიორია

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა, რა ხდის საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას უფრო მნიშვნელოვანს.

„ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ.

საქართველო უაღრესად ღირებული პარტნიორია. საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წელს განიცადა. საქართველოს ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ.

ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსთან მუშაობას, მასთან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათი მდგრადობის და თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას. საქართველოსთვის ჩვენ ასევე შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე და გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.