თურქეთმა პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის ხომალდი შექმნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ერთობლივად წარადგინეს კორვეტის ტიპის ხომალდი, რომელიც თურქეთმა პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის შექმნა.

შარიფმა განაცხადა, რომ PNS Khyber-ის ინაუგურაცია, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს.

Photo: Twitter/@trpresidencyPhoto: Twitter/@trpresidencyPhoto: Twitter/@trpresidencyPhoto: Twitter/@trpresidencyპაკისტანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა სამშვიდობო ხასიათს ატარებს და ის არ ჩამოყალიბებულა ომისთვის ან აგრესიისთვის. 

თავის მხრივ, თურქეთის ლიდერმა შეაქო ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ღრმა ისტორიულ კავშირებზე დაყრდნობით აშენებს მყარ პარტნიორობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.