ლუქსემბურგმა უკრაინას ჩეხური წარმოების 6 დრონი გადასცა

ლუქსემბურგმა უკრაინელ სამხედროებს 6 (Primoco UAV One 150) დრონი გადასცა. იტყობინება უკრაინის სამხედრო ცენტრი ლუქსემბურგის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

21 ნოემბერს, ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა ფრანსუა ბაუშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით, მაღალი მობილურობის მრავალფუნქციურ ბორბლიან მანქანებს (HMMWV) გადასცემს.