მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილმა ბრენდმაTwitter-ზე რეკლამის მოცულობა შეამცირა ან მიატოვა, მას შემდეგ, რაც მილიარდერი ილონ მასკი სოციალური ქსელის მფლობელი გახდა.
რეკლამის განმთავსებლები ჩივიან, რომ კომპანიის მენეჯმენტი ქაოსშია მას შემდეგ, რაც მასკმა სარეკლამო განყოფილების თანამშრომლები გაათავისუფლა.
FT-ის ცნობით, მასკი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ბრენდის მფლობელებზე, რომლებმაც Twitter-ზე რეკლამა შეამცირეს ან საერთოდ უარი თქვეს.
Media Matters-ის ინფორმაცია მიუთითებს, რომ 100 საუკეთესო რეკლამის განმთავსებლიდან 50-მა, Twitter-ზე რეკლამის განთავსება შეაჩერა ან პარტნიორობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა, მას შემდეგ, რაც მასკმა სოციალური ქსელი შეისყიდა.