გასულ კვირას გერმანიამ, უკრაინელ სამხედროებს სპეციალური დანიშნულების მანქანების პარტია გადასცა.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ფედერალური მთავრობის ვებგვერდი იტყობინება.
ამგვარად, უკრაინას გადაეცა კიდევ 2 Oshkosh-ის მძიმე ტრაქტორი, ჯამში უკვე გადაყვანილია 10 ერთეული; ასევე 14 მანქანა სასაზღვრო სამსახურისთვის (ადრე 39 ერთეული იყო უზრუნველყოფილი).
ახალი ვალდებულებებიდან, 14 დისტანციური მართვის სატრანსპორტო საშუალება დამხმარე ამოცანებისთვის.
მთელი ეს აღჭურვილობა უკრაინამ უშუალოდ მწარმოებლებისგან მიიღო.
გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 ნოემბრამდე, ინდივიდუალური იარაღის ექსპორტის ლიცენზიების ჯამური ღირებულება 1,637 მილიარდ ევროს შეადგენს.