უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, გერმანიამ კიევს, 30 ერთეული თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა.
ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ Twitter-ზე დაწერა.
„სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, გერმანიამ უკრაინას, 30 ერთეული თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა. Gepard-ი გახდა ეფექტური იარაღი ირანული შაჰედ-136 უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ. Gepard-ი გამოიყენება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“, - აღნიშნავს დიპლომატიური მისია.