უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის ტერიტორიაზე ჩხრეკას ატარებს.

„ამ პროცესში მონაწილეობს ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიულ მოქმედებებთან დასაპირისპირებლად“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინებაში.

უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის ტერიტორიაზე აკრძალულ ნივთებს ეძებენ და ამოწმებენ მონაცემებს არსებობს თუ არა ეპარქიის „რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.