ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ამასთან, გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა, ხოლო ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინშია გამოვლენილი.
ცნობისთვის, ჩინეთში მოქალაქეებმა კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს, ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.