პეჩორის სასულიერო სემინარიასა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში (მოსკოვის საპატრიარქო) ჩხრეკის შემდეგ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა.
საქმე ეხება რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევის ფატქებს.
„უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა ქსენოფობიური და სიძულვილის შემცველი შინაარსის ბროშურები და წიგნები სხვა ეროვნებისა და რელიგიების შესახებ შეურაცხმყოფელი ფაბრიკაციებით. ლიტერატურის უმეტესი ნაწილი რუსი ავტორებისაა და რუსეთის ფედერაციის სტამბებშია გამოცემული", - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხების სამსახურის განცხადებაში.
როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, საუბარია „პროპაგანდისტულ მასალებზე, რომლებიც უარყოფენ უკრაინელი ხალხის არსებობას, მათ ენას, ასევე უკრაინის სახელმწიფოებრიობის უფლებას“.
შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.