კაჩინსკი: გერმანია ვერ გაბედავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, სჯობს, Patriot-ი უკრაინას გადავცეთ

პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის მომხრეა.

„ეს რაკეტები გამოდგება ამ ომში, მაგრამ გამოადგება იქ, სადაც გამოიყენებენ. ჯერჯერობით, გერმანიის პოზიცია არაა საკმარისად დამაჯერებელი, რომ  რუსული რაკეტების ჩამოგდების გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა კაჩინსკიმ.

მისი თქმით, დასავლეთ უკრაინაში განთავსების შემთხვევეში, რაკეტები ძალიან კარგად დაიცავდა პოლონეთს, დაიცავდა ინფრასტრუქტურასა და ასევე უკრაინის მოქალაქეებს. 

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.

პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა.

უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.