ბაქომ ერევანს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში დაპირისპირებისას დაღუპული 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს.
„სამძებრო სამუშაოების დროს აღმოჩენილი 13 სამხედრო მოსამსახურის ნეშტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით სომხურ მხარეს გადაასვენეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაცემამდე ცხედრები, აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.