უკრაინამ სლოვაკეთისგან 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა მიიღო.
ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.
„მოხარული ვარ დავადასტურო, რომ უკრაინას სკლოვაკეთის წარმოების 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა გადავეცით, “ -წერს იაროსლავ ნადი Twitter-ზე.
მისივე თქმით, ეს საკითხი გერმანიასთან შეთანხმდა და სანაცვლოდ სლოვაკეთი, გერმანიის წარმოების 15 ერთეულ საბრძოლო ტანკ Leopard 2 A4-ს მიიღებს.