სლოვაკეთმა უკრაინას, 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა გადასცა

უკრაინამ სლოვაკეთისგან 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა მიიღო. 

ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა. 

„მოხარული ვარ დავადასტურო, რომ უკრაინას სკლოვაკეთის წარმოების 30 ერთეული БМП-1-ის ტიპის საბრძოლო მანქანა გადავეცით, “ -წერს იაროსლავ ნადი Twitter-ზე. 

მისივე თქმით, ეს საკითხი გერმანიასთან შეთანხმდა და სანაცვლოდ სლოვაკეთი, გერმანიის წარმოების 15 ერთეულ საბრძოლო ტანკ Leopard 2 A4-ს მიიღებს.