NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბუქარესტში გაკეთდა.
NATO კვლავ ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.
„ალიანსისთვის დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონების სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას NATO-ს პარტნიორებთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რადგან ალიანსი აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის ასაშენებლად, მათი შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით. კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და საქართველოსა და უკრაინისადმი ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას”, - წერია NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.