CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინაში Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„რეგულარულად ვატარებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან, თუ რა არის უკრაინის თავდაცვის საჭიროებები. ამჟამად ჩვენ არ ვგეგმავთ Patriot-ის მიწოდებას, მაგრამ კვლავ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს“, - განაცხადა თავის მხრივ პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა მედიასთან.