30 ნოემბრის ღამეს, ბრიანსკის ოლქის სურაჟსკის რაიონში ნავთობპროდუქტების ტანკებს ცეცხლი გაუჩნდა.
ინფორმაციას რუსული მედია, რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე ბოგომაზმზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირის ინფორმაციით, ხანძარი 1800 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, არ ზუსტდება.
„შემთხვევის ადგილზე 80 ადამიანი და 30 ტექნიკა მუშაობს, მათ შორის სახანძრო მატარებელი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საავიაციო ჯგუფი“, - აცხადებს ბოგომაზი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.