უსაფრთხეოების სამსახური, სოფელ დრაჩინოში, კირილესა და მეთოდეს დედათა მონასტერში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ კარპატების რეგიონის სოფელ დრაჩინოში, მუკაჩევსკის ეპარქიაში, კირილესა და მეთოდეს დედათა მონასტერში ჩხრეკა მიმდინარეობს.  

უსაფრთხოების სამსახური, მუკაჩევსკის ეპარქიის ტერიტორიაზე აკრძალულ ნივთებს ეძებენ და ამოწმებენ მონაცემებს არსებობს თუ არა ეპარქიის „რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა. 

27 ნოემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ჩხრეკის ჩატარების მიზნით, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის ტერიტორიაზე შევიდა.