BBC-ის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი €13 მილიარდი გაყინა.
„არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული რეფორმების აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა.
როგორც BBC-ი იუწყება, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს €5.8 მილიარდს ვიდრე სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ რეფორმებს არ განახორციელებს.
ამასთან, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, დააყადაღონ €7.5 მილიარდი ევრო, რომელსაც უნგრეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი იღებს.
ევროკომისია თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს უნგრეთის ხელისუფლებასთან ქვეყანაში არსებულ მაღალ კორუფციასთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით.