ვატიკანის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ვატიკანის ვებგვერდები, 30 ნოემბრის შუადღის შემდეგ მიუწვდომელი იყო.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა, რუსი ჰაკერები დგანან, რომლებმაც ადრე მსგავსი თავდასხმები ევროპის სხვა სამთავრობო უწყებებზე განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ ვატიკანის რესურსებზე კიბერშეტევის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რომის პაპმა გააკრიტიკა ბურიატიისა და ჩეჩნეთის სამხედროების სისასტიკე, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან.
ამ სიტყვებმა რუსეთის ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.