ბრაზილიის პარანას შტატში, გზატკეცილზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, დაკარგულია ათობით ადამიანი.
"მეწყერმა დაახლოებით 20 მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გაანადგურა", - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
ამასთან, უამინდობის მიუხედავად, მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.