"უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება და საზოგადოების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

„ვფიქრობ, უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ!!!”- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პრეზიდენტს, „რემდესივირით“ მკურნალობენ.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი მკურნალობა „რემდესივირით“ დაგვეწყო. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და კომფორტულად ისვენებს“, - აღნიშნა კონლიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რამდენიმე საათის წინ პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.