რუსული ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანია LUKOIL-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს.
ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
2022 წლის დეკემბრიდან, რუსული კომპანია კასპიის საბადოებიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით დასავლეთის სანქციების გამო ექსპორტს შეწყვეტს და ნედლეულის ტრანზიტს Caspian Pipeline Consortium სისტემით დაიწყებს, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ არ ხვდება.
„რუსული ნავთობის მიწოდება BTC-ით არ მოხდება, ამის მიზეზი სანქციებია“, - განუცხადა მედიას ერთ-ერთმა წყარომ. სხვა წყაროების თქმით, გადაწყვეტილება BTC-ის დასავლელმა აქციონერებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 5 დეკემბრიდან ევროპელ მომხმარებლებისთვის რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება იკრძალება.