სააგენტო Reuters-ი ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს.
სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერრს, რომ მხარეები რუსული ნავთობის ფასს საბაზრო ღირებულებაზე 5%-ით დაბალ ზღვარზე შეინარჩუნებენ.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე.