უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს.
დეტალების გავრცელებას უკრაინის საგარეო უწყება მოგვიანებით გეგმავს.
„ესპანეთის ხელისუფლებასთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავარკვიოთ, ვინ დგას ამის უკან. ეჭვგარეშეა, ჩვენ გვაქვს ვარაუდი, ვინ დგას ამის უკან, მაგრამ აუცილებელია ამ კამპანიაში ჩართული აგენტების და მთელი ქსელის მიკვლევა“, - განაცხადა კულებამ.
ამასთან, Reuters-ი ადგილობრივ ტელეარხ La Sexta-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონვერტი ასაფეთქებელი მოწყობილობით მადრიდში, აშშ-ის საელჩოშიც მივიდა.
30 ნოემბერს, მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.