Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, მოდელის პრემიერიდან ხუთი წლის შემდეგ, ელექტრო სატვირთო მანქანა Tesla Semi-ს წარმოება დაასრულა და პირველი მოდელები მომხმარებლებს გადასცა.
ნევადაში, Tesla-ს ქარხანაში გამართულ ღონისძიებაზე, ილონ მასკმა თქვა, რომ ბრენდის პირველი ელექტრო სატვირთო მანქანა შეამცირებს გამონაბოლქვს გზებზე, ასევე გადააჭარბებს დიზელის არსებულ მოდელებს სიმძლავრისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამასთან, Tesla-ს ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა არც სიმძლავრე, არც სატვირთო მანქანის ტევადობა და არც ფასი.
PepsiCo გახდა Tesla Semi-ის პირველი მსხვილი მყიდველი. ჯერ კიდევ 2017 წელს გამაგრილებელი სასმელებისა და საკვების ცნობილმა მწარმოებელმა Tesla-ს შეუკვეთა 100 ელექტრო სატვირთო მანქანა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Tesla 2022 წლის ბოლომდე 100 ელექტრო სატვირთო მანქანის წარმოებას შეძლებს.
ილონ მასკმა კი თქვა, რომ 2024 წელს მისი კომპანია 50 000 სატვირთო მანქანის წარმოებას შეეცდება.