პორტუგალიამ €18 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

პორტუგალიის ხელისუფლებამ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სანქცირებული პირების დაახლოებით 18 მილიონი ევროს აქტივები გაყინა.

ამის შესახებ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი, პარტნიორებთან ერთად, გეგმავს შეიმუშაოს „გაყინული რუსული აქტივების“ კონფისკაციის გეგმა, რათა მოგვიანებით ეს თანხა უკრაინის აღდგენაზე დაიხარჯოს და აანაზღაუროს რუსეთის ომით მიყენებული ზიანი.