ბელორუსის უზენაესი სასამართლოს 80 წლის თავმჯდომარე ვალენტინ სუკალო ავადმყოფობის გამო რეანიმაციაშია.
როგორც მელორუსული მედია წერს, სუკალოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა რეანიმაციაში მყოფი ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
ვალენტინ სუკალო ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იუსტიციის მინისტრი გახდა.
1997 წელს ანტიკონსტიტუციური რეფერენდუმის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობს.
„მას შემდეგ რაც სუკალომ ბელორუსის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, ქვეყანამ სამართლიანი სასამართლოს მიღების შესაძლებლობა დაკარგა. სასამართლო პროცესი გადაიქცა რიტუალად, რომელიც უბრალოდ სახელმწიფო სტრუქტურებში წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებებს ბეჭდავს“, - წერს მედია.