ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ.
პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე $30 გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, $70-იანი ზღვარი მოითხოვეს.
საბოლოო შეთანხმებას დღეს საღამოს, მას შემდეგ მიაღწიეს რაც პოლონეთმა შუალედურ ზღვარს მხარი დაუჭირა.
მანამდე, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღებაზე G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ.