ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანს ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განაგრძობს.