ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე, დრონების მონიტორინგის სისტემასა და 15 რადარს განათავსებს.
ამის შესახებ ესტონური მედია, ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
„დღეს ნარვას რეგიონში, რუსეთის ფედერაციასთან, საზღვრის დაახლოებით 70% მონიტორინგის აღჭურვილობითაა დაფარული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს არ აძლევს მესაზღვრეებს სრულ მიმოხილვას, თუ რა ხდება სასაზღვრო ზონაში.
განვათავსებთ 15 ახალ სარადარო პოზიციასა და შევქმენით ცალკე სისტემას დრონების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად“, - თქვა ტარვო კრუუპმა, იდას სასაზღვრო პრეფექტურის ოპერატიული ხელმძღვანელმა.
ესტონელი მაღალჩინოსნის თქმით, საზღვრის გამაგრების მიზნით, რესპუბლიკის ხელისუფლება იძულებული გახდება, სახელმწიფოს სასარგებლოდ შეიძინოს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია.