ავღანეთის პროვინცია ბალხში აფეთქების შედეგად ავტობუსის 7 მგზავრი დაიღუპა, იტყობინება ადგილობრივი მედია.
შემთხვევა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მოხდა.
სამსახურებრივმა ავტობუსმა უზბეკეთის საზღვარზე ჰაირათანის გამშვები პუნქტის თანამშრომლები გადაიყვანა.
ბალხის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მუჰამედ ასიფ ვაზირიმ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.
დადგენილია, რომ ბომბი ქუჩის მოვაჭრეების დახლის ქვეშ იყო ჩადებული. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.