თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის გადამზიდავამა ტანკერებმა საცობი წარმოქმნეს. 19 ტანკერმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებთან, რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის ამოქმედების შემდეგ, ღუზა ჩაუშვა.
ამის შესახებ Financial Times-მა გადაზიდვის ბროკერების, ნავთობით მოვაჭრეებისა და სატელიტური თრექინგის სერვისების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა.
რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის გამო, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდა, ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, საქონლის დასავლეთში დაზღვევა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი, ბარელზე $60-ის ზღვარს აღემატება.
შეზღუდვების დაწესების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა ნავთობის დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი.
თურქეთის სანაპიროებთან გემებზე, ნავთობის უმეტესი ნაწილი ყაზახური წარმოშობისაა. ყაზახეთიდან ნავთობი რუსეთში მილსადენით შემოდის და არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს.
5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ, რომელიც საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვებზე ფასის ჭერს ითვალისწინებს.
რუსული ნავთობის ჭერის ფასი, სამომავლოდ ფასის შეცვლის შესაძლებლობით, 60 დოლარით განისაზღვრა.
„მიღებული შეზღუდვები გავლენას ახდენს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სერვისების ფართო სპექტრზე“, - წერს მედია.