ხორვატიის საბრძოლო თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა

ხორვატიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა მეორე მფრინავი კი, დაკარგულია.

Mig-21 გამანადგურებელი თვითმფრინავი დაუსახლებელ უბანში, ხორვატიის ჩრდილოეთით ჩამოვარდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების ბრიგადები მივიდნენ.