ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს უკრაინისადმი სახსრების გადაცემა უკვე იანვარში.
ამის თაობაზე მან უნგრეთის მიერ გამოყენებული ვეტოს კონტექსტში ისაუბრა.
დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია.
„ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. ქვეყანას უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს ეს ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა.