კანადამ NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში, რუმინეთში განლაგება წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას NATO ავრცელებს.
„კანადის საბრძოლო თვითმფრინავები რეგულარულად მანევრირებენ ქალაქ კონსტანცის ცაზე, ისინი თანმიმდევრულად უჭერენ მხარს ამ მისიას 2014 წლიდან.
ეს არის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის დემონსტრირება.
ალიანსის ტერიტორიის დასაცავად, კანადური CF-18 ასევე მხარს უჭერს მრავალ ოპერატიულ ფრენას, სასწავლო აქტივობას და წვრთნებს. დეკემბრიდან იტალიის საჰაერო ძალები შეასრულებენ ვალდებულებებს, მისი საბრძოლო თვითმფრინავები მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზიდან გაფრინდებიან“, - იუწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.
ასევე გაეცანით
- NATO-ს მოკავშირეებმა რუმინეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები გამოსცადეს
- ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია