სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ბრალდების მიხედვით გამოიკვეთა თაღლითური სქემა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებამ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის პრეზიდენტობის დროს 1 მილიარდი დოლარი მიითვისა.  

ამასთან, განაჩენი ვერ ამოქმედდება აპელაციის განხილვამდე, ამჟამად არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს.

ბრალდებულმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაჩენი გააკრიტიკა და საკუთარ თავს „სასამართლო მაფიის“ მსხვერპლი უწოდა.