უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, თავის რეგულარულ მოხსენებაში განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა „14 ერთეული „შაჰედ-136 თავდასხმის დრონი“ ჩამოაგდეს.
ამრიგად, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთი, ირანული წარმოების კამიკაძე დრონებს ისევ იყენებს.
უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, რომელი ობიექტები გახდა ირანული დრონების სამიზნე.
„ოთხშაბათს ღამით, სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაიწყეს ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებშიც მათ ესმოდათ ძრავის მუშაობა, რომელიც დამახასიათებელია ირანული თვითმფრინავებისთვის.
დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს „მტრის 8 თვითმფრინავი, რომელიც ოკუპანტმა რეგიონში გაგზავნა".
მისივე თქმით, თავდასხმები ასევე დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს რუსეთის არმიამ „შაჰედის დრონები“ 17 ნოემბერს გამოიყენა, მას შემდეგ ასეთი ფაქტის შესახებ უკრაინულ მხარეს ცნობები არ გავრცელებულა.
ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.