თურქეთს აზერბაიჯანის რუსული „გაზის ჰაბის“ პროექტში ჩართვა სურს

თურქეთი, რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების „ჰაბის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ენერგორესურსების განაწილებისა და რეალიზაციის ცენტრი გახდება. ანკარას იმედი აქვს, რომ პროექტში აზერბაიჯანიც ჩაერთვება.

ამის შესახებ ტელეკომპანია 24-ის ეთერში ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.

„ჰაბის შექმნის წყალობით ჩვენ გავხდებით არა მხოლოდ სადისტრიბუციო, არამედ გაზის გაყიდვის ცენტრიც. არიან ქვეყნები, რომლებიც მხარს გვიჭერენ როგორც გაზის მოპოვების, ასევე მისი გაყიდვის საკითხში.

აზერბაიჯანის, როგორც წყაროს მონაწილეობა პროექტში, გაგვახარებს“, - განაცხადა დონმეზმა.

მისივე თქმით, 2023 წელის თებერვალში, სტამბულში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც მოწვეულნი იქნებიან ევროპის მომხმარებლები და გაზის მომწოდებლები.

ასევე წაიკითხეთ: