უკრაინის უშიშროების სამსახურმა მართლმადიდებელი ეკლესიის 13 დაწესებულებაში (UOC, ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში) „კონტრდაზვერვითი აქტივობების" შესახებ გამოაცხადა.
როგორც სამსახურის ვებგვერდზეა ნათქვამი, ღონისძიებები ჩერკასის, ვოლინისა და ხერსონის რეგიონებში მდებარე ობიქტებში მიმდინარეობს.
„რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, ეს ზომები მიიღება, სხვა საკითხებთან ერთად, რათა რელიგიური თემების გამოყენება გამოირიცხოს, ამასთან უკრაინული ეკლესია ვერ გამოიყენონ როგორც „რუსული სამყაროს“ უჯრედი და დაიცვან მოსახლეობა პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისაგან“, - ნათქვამია SBU-ს განცხადება.
შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.