მედია: ევროპოლისა და ისრაელის პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, ჩაიშალოს

ევროკავშირისა (ევროპოლი) და ისრაელის პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის მომზადებასაც 5 წელი დასჭირდა, შესაძლოა, ჩაიშალოს. 

ამის მიზეზია, იუდეასა და სამარიას წინააღმდეგობა, რაც მხარეებს შორის მონაცემთა გაცვლას უკავშირდება. ამის შესახებ Haaretz იტყობინება.

ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ უნდა განაახლოს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეთანხმების შეუსაბამობის გასარკვევად. რამაც შესაძლოა, ევროკომისიასა და ისრაელის ახალ მთავრობაში ულტრამემარჯვენე ელემენტებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს.

ცნობილია, რომ 2018 წელს ისრაელმა ევროპოლთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სამუშაო შეთანხმებას მოაწერა ხელი.

შეთანხმების გაფართოებაზე, მახარეები 2022 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტი ჯერ არ არის ხელმოწერილი და რატიფიცირებული. 

ამ შეთანხმების რატიფიცირების შედეგად, ინფორმაციის გაცვლა რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების და თუნდაც სექსუალური ორიენტაციის შესახებ შესაძლებელი გახდება, რას სამართალდამცველებს „სერიოზულ დანაშაულთან და ტერორიზმთან" ბრძოლაში დაეხმარებათ. 

ისრაელის წარმომადგენელი ევროკავშირში, ჩაიმ რეგევი, მხარეებს შორის სექტემბრში მიღწეულ შეთანხმებას, როგორც „საეტაპოს“ მიესალმა, „მაგრამ ევროსაბჭოს იურიდიული სამსახურის იურიდიული მოსაზრება და წევრი ქვეყნების მზარდი წინააღმდეგობა, საბოლოო შეთანხმებას სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოს ხდის“,- წერს მედია.

შვედი ევროპარლამენტარი ევინ ინსირი ამტკიცებს, რომ 27 წევრი ქვეყნიდან მინიმუმ 13-ს მისი მონაცემების (სავარაუდოდ, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე) გამოყენებაზე „მკაცრი რეაქცია“ ჰქონდა.  

ევროკავშირის კომისიის სამართალდამცავი თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, რობ როზენბურგმა განაცხადა, რომ ისრაელის ელჩს ევროკავშირში გაეგზავნა წერილი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის დასაწყებად, მაგრამ ახალი მთავრობის წარმომადგენლები შესაძლოა, ნაკლებად კეთილგანწყობილი იყვნენ, ვიდრე მათი წინამორბედები.