აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედება გენოციდად აღიარა.

მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდი.

„რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები და მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში“,  – აცხადებს რეზოლუციის ავტორი, სენატორი ჯიმ რიში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და სენატორ ბენ კარდინს (D-MD) მხარდაჭერისთვის.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; რუსეთი უნდა დაისაჯოს; გენოციდი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ერმაკმა.