ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ და საუდის არაბეთმა „გააძლიერეს სტრატეგიული ურთიერთნდობა“. სი ძინპინი რიადში ჩავიდა ჩინეთი-არაბული სახელმწიფოების პირველ სამიტზე დასასწრებად.
სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტს მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მიწვევით განახორციელებს.
„ვიზიტის დროს „აზრების სიღრმისეულ გაცვლა“ მოხდება. სი ძინპინი მეფე სალმანთან და მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს, რათა ერთობლივად დასახონ ჩინეთ-საუდის ურთიერთობების კურსი.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთ-არაბული ქვეყნების პირველ სამიტსა და ჩინეთი-ყურის თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობას და ლიდერებთან მუშაობას, რათა ჩინეთის ურთიერთობები ქვეყნებთან ახალ სიმაღლეზე მიიყვანოს“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.
ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი სამი თვის შემდეგ ხორციელდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია ერ-რიადს ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ომით უკრაინასთან. სი ძინპინის ბოლო ვიზიტი საუდის არაბეთში 2016 წელს შეგდა.