ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები უკრაინული ჯარებისთვის წვრთნების ტემპს ზრდიან.
ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
2022 წელს ჩატარებული კურსების ფარგლებიშ, ლიეტუვამ დაახლოებით, 500 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა.
უკრაინის მდგრადობის გაძლიერების მიზნით, გაიზრდება წვრთნების ტემპი და ლიეტუვის არმია, სავარაუდოდ, დაახლოებით, 1500 ჯარისკაცს მოამზადებს.