ანკარა მოელის, რომ აშშ-ის მიერ F-16 გამანადგურებლების მიყიდვის დამტკიცების პროცესი სწრაფად დასრულდება. ამის შესახებ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი პოზიტიური მიდგომის შესაბამისად, ახლა თურქეთს სურს, იხილოს კონკრეტული ნაბიჯები ვაშინგტონისგან, განაცხადა ჰულუსი აკარმა.
თურქეთის პრეზიდენტმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ თურქეთი საკუთარ თავზე იზრუნებს, თუ აშშ-დან F-16 გამანადგურებლებს არ მიიღებს.
ივლისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შეზღუდვებს. თურქეთი ამ გამანადგურებლების შესყიდვის პროგრამიდან იმის გამო გარიცხეს, რომ რუსეთისგან S-400 Triumph სარაკეტო სისტემები იყიდა.
გაზეთ Milliyet-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ F-16 გამანადგურებლების მიწოდებაზე უარს იტყვის, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, რუსული სუ-57-ები იყიდოს.