კელი დეგნანის თქმით, უკრაინისადმი გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება მკაფიოდ ადასტურებს, რომელ მხარეს დგას საქართველოს ხალხი

„ნათელი და მკაფიოა, რომელ მხარეს იჭერს ქართველი ხალხი, ისინი არიან სოლიდარულები უკრაინის მიმართ, რადგან ეს ქვეყანა იცავს თავის სუვერენიტეტს, ერთიანობას და საკუთარ იდენტობას“, - შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა მედიასთან გააკეთა. 

მისი შეფასებით, ქართველი ხალხისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ეს ყველაფერი და გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. 

„უნდა უჭირდეს თუ არა ცივილური სამყაროს ხელისუფლების წარმომადგენელს პასუხის გაცემა იმაზე, თუ ვისკენ უნდა იყოს ის რუსეთ-უკრაინის ომში“, ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა.

„უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის, ის იბრძვის არსებობისთვის, იდენტობისთვის. ყველაფერი ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცით რუსული აგრესიიდან მიღებული საკუთარი გამოცდილებიდან, გამოცდილებიდან რომელიც თქვენ მიიღეთ, როცა რუსეთი თქვენი იდენტობის, ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას ცდილობდა.

ასე რომ, როდესაც ქართველი ხალხი გულუხვ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ჩვენ ნათლად ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

„მე ვარ საქართველოს მხარეს, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასეც იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ვალდებულება და ყველა ჩვენი მოქალაქის სურვილი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 7 დეკემბერს, მედიის მხრიდან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.