ვილნიუსის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება და ელენა კამინსკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ყოფილი მეგობარი და მისი შვილების დედაა, ლიეტუვაში ბინადრობის უფლება გაუუქმდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გასაჩივრდეს ლიეტუვის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში.
როგორც ლიეტუვის საგამოძიებო დეპარტამენტმა ოქტომბერში განაცხადა, კამინსკასი ითვლება შოიგუს უკანონო შვილების დედად და მისი ოთხი შვილიდან სამი ლიეტუვის მოქალაქეა.
ელენა კამინსკასს ლიეტუვაში 2017 წლიდან ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში არ განმარტავენ, რატომ ჩამოართვეს კამინსკასს დროებითი ბინადრობის ნებართვა.
რამდენიმე თვის წინ წერილობით პასუხში დეპარტამენტმა მიუთითა, რომ სხდომაზე არგუმენტებს ადვოკატები წარმოადგენენ.