ბრიტანეთმა მოლდოვიდან გაქცეულ პრორუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა, სანქციების სიაში მოლდოველი პრორუსი პოლიტიკოსი, ოლიგარქი ილან შორი და ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი შეიყვანა.

„ილან შორი პარტია „შორის“ თავმჯდომარეა მოლდოვაში, 2014 წელს მოლდოვის საბანკო თაღლითობის სკანდალშია ჩართული. შორს ბრალი ედებოდა ქრთამის აღება, რათა 2014 წელს ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა მოეპოვებინა. ვლადიმერ პლაჰოტნიუკი, ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსია, რომელიც მოლდოვის მართლმსაჯულებას ემელება კორუფციაშია ბრალდებული“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

ნოემბერში მოლდოვამ გაქცეული ოლიგარქი პლახოტნიუკი დაუსწრებლად გაასამართლა.

აშშ-ს ზეწოლის ქვეშ, 2019 წელს პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე, პლახოტნიუკმა მოლდოვა დატოვა.

პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა.

2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.

რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული.

2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.

მედია წერდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, მოლდოვაში გამართული აქციების უკან სწორედ ის იდგა. მოლდოვის მთავრობა  „შორის“ პარტიის გასაუქმების გზებს განიხილავს.